აბაშიძის იურიდიული ოფისი
+995555007893

აბაშიძის იურიდიული ოფისი | შენი უფლება - ჩვენი პრიორიტეტი

აბაშიძის იურიდიული ოფისი — შენი უფლება - ჩვენი პრიორიტეტი. ადვოკატი გია აბაშიძე (2009 წლიდან). სამოქალაქო, ბიზნეს, ადმინისტრაციული სამართალი და სასამართლო წარმომადგენლობა. თბილისი.

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

დამფუძნებელი და წამყვანი ადვოკატი

პრაქტიკოსი ადვოკატი 2009 წლიდან

გია აბაშიძე არის „აბაშიძის იურიდიული ოფისის“ დამფუძნებელი და პრაქტიკოსი ადვოკატი 2009 წლიდან. მისი ძირითადი სპეციალიზაცია მოიცავს სამოქალაქო და სახელშეკრულებო სამართალს, კორპორაციულ დავებს, ადმინისტრაციულ წარმოებას, საბანკო სამართალს და კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში.

დაჯავშნეთ კონსულტაცია
კონსტანტინე დანელია

კონსტანტინე დანელია

ადვოკატი | არასრულწლოვანთა უფლებების სპეციალისტი

მოქმედი ადვოკატი 2019 წლიდან

კონსტანტინე დანელია არის 2019 წლიდან მოქმედი ადვოკატი. მისი ძირითადი პროფესიული მიმართულებებია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი. ამასთან იგი გახლავთ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სპეციალიზებული ადვოკატი, რომელიც მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობითა და ინდივიდუალური მიდგომით იცავს კლიენტების ინტერესებს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკა უზრუნველყოფს თქვენი იურიდიული პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას.

დაჯავშნეთ კონსულტაცია
გოჩა ჯაბანიშვილი

გოჩა ჯაბანიშვილი

სისხლის სამართლის ადვოკატი

35 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება

მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ადვოკატი, რომლის საქმიანობა აერთიანებს საპროკურორო სისტემაში მუშაობის დიდ პრაქტიკასა და სისხლის სამართლის საქმეებზე დაცვის მრავალწლიან გამოცდილებას. პროფესიული კარიერა დაიწყო 1990 წელს საქართველოს პროკურატურაში (1990–2004 წლებში — თიანეთის რაიონის პროკურატურა, 2004–2006 წლებში — დუშეთის რაიონის პროკურატურა, სადაც იკავებდა გამომძიებლის, პროკურორის თანაშემწისა და პროკურორის თანამდებობებს). 2006 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას.

დაჯავშნეთ კონსულტაცია
ნატო მამულაშვილი

ნატო მამულაშვილი

სისხლის სამართლის ადვოკატი | არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალისტი

პრაქტიკოსი იურისტი და ადვოკატი 2007 წლიდან

ნატო მამულაშვილი არის პრაქტიკოსი იურისტი 2007 წლიდან, რომელსაც გააჩნია სისხლის სამართლის საქმეებზე დაცვის მრავალწლიანი გამოცდილება. მას გავლილი აქვს პროფესიული მომზადება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში. იგი 2009 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ასევე გახლავთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს კლიენტის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას სისხლის სამართლის საქმის ყველა ეტაპზე — საქმის აღძვრისა და გამოძიების დაწყებიდან საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში ეფექტურ წარმომადგენლობამდე, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებსა (პოლიცია, პროკურატურა) და ადმინისტრაციულ/სახელმწიფო უწყებებში.

დაჯავშნეთ კონსულტაცია