„აბაშიძის იურიდიული ოფისი“ — მაღალი პროფესიული სტანდარტები, პრაქტიკოსი ადვოკატი გია აბაშიძე 2009 წლიდან. სამოქალაქო, ბიზნეს და ადმინისტრაციული სამართალი.
გია აბაშიძე
დამფუძნებელი და წამყვანი ადვოკატი
პრაქტიკოსი ადვოკატი 2009 წლიდან
გია აბაშიძე არის „აბაშიძის იურიდიული ოფისის“ დამფუძნებელი და პრაქტიკოსი ადვოკატი 2009 წლიდან. მისი ძირითადი სპეციალიზაცია მოიცავს სამოქალაქო და სახელშეკრულებო სამართალს, კორპორაციულ დავებს, ადმინისტრაციულ წარმოებას, საბანკო სამართალს და კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში.
დაჯავშნეთ კონსულტაცია
კონსტანტინე დანელია
ადვოკატი | არასრულწლოვანთა უფლებების სპეციალისტი
მოქმედი ადვოკატი 2019 წლიდან
კონსტანტინე დანელია არის 2019 წლიდან მოქმედი ადვოკატი. მისი ძირითადი პროფესიული მიმართულებებია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი. ამასთან იგი გახლავთ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სპეციალიზებული ადვოკატი, რომელიც მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობითა და ინდივიდუალური მიდგომით იცავს კლიენტების ინტერესებს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკა უზრუნველყოფს თქვენი იურიდიული პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას.
დაჯავშნეთ კონსულტაცია
გოჩა ჯაბანიშვილი
სისხლის სამართლის ადვოკატი
35 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება (1990 წლიდან)
მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ადვოკატი, რომლის საქმიანობა აერთიანებს საპროკურორო სისტემაში მუშაობის დიდ პრაქტიკასა და სისხლის სამართლის საქმეებზე დაცვის მრავალწლიან გამოცდილებას. პროფესიული კარიერა დაიწყო 1990 წელს საქართველოს პროკურატურაში (1990–2004 წლებში — თიანეთის რაიონის პროკურატურა, 2004–2006 წლებში — დუშეთის რაიონის პროკურატურა, სადაც იკავებდა გამომძიებლის, პროკურორის თანაშემწისა და პროკურორის თანამდებობებს). 2006 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას.
დაჯავშნეთ კონსულტაცია