ნატო მამულაშვილი
სისხლის სამართლის ადვოკატი | არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალისტი
პრაქტიკოსი იურისტი და ადვოკატი 2007 წლიდან
ნატო მამულაშვილი არის პრაქტიკოსი იურისტი 2007 წლიდან, რომელსაც გააჩნია სისხლის სამართლის საქმეებზე დაცვის მრავალწლიანი გამოცდილება.
მას გავლილი აქვს პროფესიული მომზადება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში.
იგი 2009 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ასევე გახლავთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი.
მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს კლიენტის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას სისხლის სამართლის საქმის ყველა ეტაპზე — საქმის აღძვრისა და გამოძიების დაწყებიდან საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში ეფექტურ წარმომადგენლობამდე, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებსა (პოლიცია, პროკურატურა) და ადმინისტრაციულ/სახელმწიფო უწყებებში.
განათლება და კვალიფიკაცია
უმაღლესი იურიდიული განათლება; პროფესიული სტაჟირება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (2009 წლიდან) სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და უფლებების სერტიფიცირებული სპეციალისტი.
სპეციალიზაცია და საადვოკატო პრაქტიკა
- სისხლის სამართლის საქმეებზე დაცვა
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და უფლებები
- დაცვა გამოძიებისა და დაკითხვის ეტაპებზე
- წარმომადგენლობა პოლიციასა და პროკურატურაში
- სასამართლო წარმომადგენლობა ყველა ინსტანციაში