სასამართლო წარმომადგენლობა
კლიენტის ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციაში
მიმართულების სპეციფიკაცია
- საქმის მასალების კომპლექსური ანალიზი და სასამართლო სტრატეგიის შემუშავება.
- სარჩელის, შესაგებლის, შეგებებული სარჩელისა და ყველა საჭირო საპროცესო შუამდგომლობის მომზადება.
- მტკიცებულებების შეგროვება, გამოთხოვა და საპროცესო წესით წარდგენა.
- უშუალო მონაწილეობა ყველა სასამართლო სხდომაში და ზეპირი გამოსვლები.
- სააპელაციო და საკასაციო საჩივრების მომზადება და ზემდგომ ინსტანციებში დაცვა.
ხშირად დასმული კითხვები
შესაძლებელია თუ არა საქმის წარმოება კლიენტის უშუალო დასწრების გარეშე?
დიახ, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე ადვოკატი უფლებამოსილია სრულად წარადგინოს კლიენტი ყველა სხდომაზე.
ვინ იხდის ადვოკატის ხარჯებს?
შესაძლებელია მოგებულმა მხარემ სასამართლო და იურიდიული ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს წაგებული მხარისგან.
რა მოხდება, თუ მოპასუხე მხარე სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდება?
სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ. თუ თქვენს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, მოგვართეთ ადრეულ ეტაპზე თქვენი ინტერესების დროულად და ეფექტურად დასაცავად.